თათარაშვილი: “ნაციონალებმა” იტალიაში კონცერტი ჩამიშალეს, ემიგრანტები დასმენით და დეპორტაციით დააშინეს

ქართველი საესტრადო მომღერალი თემურ თათარაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” იტალიაში დაგეგმილი კონცერტის ჩაშლაში ადანაშაულებს და ამის შესახებ დეტალურად ჰყვება სოციალურ ქსელში.

“გუშინ იტალიიდან ჩამოვედი და გული მაქვს გახეთქილი თურმე ისეთი საშინელება გვჭირს.სამარცხვინოა რაც მოხდა და არც მჯერა რომ ეს მე გადამხდა თავს. ჩვენი ემიგრანტები ჩემთვის უძვირფასესი ხალხია.მე ვიცი რასაც ნიშნავს როცა იძულებული ხარ მოწყდე საკუთარ ქვეყანას და სხვაგან იპოვო თავშეფარი და ლუკმა შვილებითსვის. ამიტომ ყოველთვის სიხარულით ჩავდივარ ჩვენს ემიგრანტებთან და ვატარებ კონცერტებს. ასეთი სამარცხვინო რამ არასდროს მომხდარა აქამდე და მივხვდი რა ცუდადაა ჩვენი საქმე. დიდი ხნის შეთანხმებული კონცერტი მხოლოდ იმის გამო დაზარალდა რომ ეს ასე მოინდომეს იმ ბოროტი ძალების მხარდამჭერებმა რომელსაც ყველამ ერთად ვუთხარით უარი 2012 წელს და გავაძევეთ ხელისუფლებიდან.
მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვუმღერი. რამდენიმე წლიანი იძულებითი წასვლის გარდა აქაურობა ვერადროს დავტოვე.ეს მხოლოდ ერთხელ იყო,როცა ბოროტმა ძალამ დაიპყრო ჩვენი ქვეყანა და ვინც არ დაემორჩილა ან მოკლა და ან ციხეში ჩაყარა.ამიტომ მოვიარე მეც ჯერ ციხე და შემდეგ ემიგრაცია.2012 წელს მიხაროდა ამ ბოროტი ძალის დამარცხება და ვფიქრობდი,რომ ჩემს ქვეყანაში ახალი და სიკეთით სავსე ცხოვრება დაიწყებოდა.თურმე სად ვარ…დასრულდა კი არა სწორედ მაშინ დაწყებულა ამ ბოროტებისთვის ყველაზე კომფორტული ეპოქა.
გუშინ “ნაციონალებმა” იტალიაში ერთი კონცერტი ჩამიშალეს-კიდევ კარგი, რო რეჯო ემილიაში ჩატარდა და ამ ქალაქის მაცხოვრებლებზე არ იმოქმედა დაშინებამ და შანტაჟმა. დააშინეს ემიგრანტები, რომ დაასმენდნენ და დეპორტაციით დაემუქრნენ. ყველასთვის გასაგებია,როგორი მძიმე იქნებოდა ამ მუქარის იგნორი და ჩემი კონცერტის გამო საკუთარი ოჯახების საფრთხის ქვეშ დაყენება. და ასეთ ბოროტ ძალას მთავარ ოპოზიციად ამკვიდრებს “ქართული ოცნება” -წერს თემურ თათარაშვილი.

ამასთან, მომღერალი მიმართავს ხელისუფლებას, მოეშვას საკუთარი მხარდამჭერების ხარჯზე მტრის გაძლეირებას:

“ოცნებას” მინდა მივმართო: როდესმე თუ ისწავლით კარგის და ცუდის გარჩევას და როდესმე თუ მოეშვებით საკუთარი მხარდამჭერები ხარჯზე მტრის გაძლიერებას?ნაციონალები იმით მაინც გჯობდნენ რომ საკუთარ თითოეულ მხარდამჭერს უფრთხილდებოდნენ და სულს უბერავდნენ.ყველა დასაქმებული ყავდათ და მათი ინტერესები ბოლომდე გქონდათ.თქვენ კი ყოველდღიურად მხოლოდ იმის გამო კარგავთ მხარდამჭერებს,რომ ძაღლებივით ექცევით,ისევ ნაციონალებს ასვამთ თავზე და ვინც იმ ბოროტების დროს იყო კომფორტულად,ისევ იმათ პატრონობთ ჩვენს ხარჯზე.
როგორი სიხარულით დავბრუნდი მაშინ ემიგრაციიდან,მაგრამ თურმე რა ტყუილად მიხაროდა-ყოველდღე მხოლოდ იმას ვუყურებ,როგორ აწინაურებთ და გულში იხუტებთ ისევ იმათ,ვინც თქვენს მტრებთან თანამშრომლობდა და როგორ წირავთ ჩემნაირებს,ვინც იმ ხელისუფლებას ყავდა გაწირული.ვზივარ ახლა უმუშევარი,კონცერტებს ისევ ნაციონალები მიშლიან და დაცვის ნაცვლად არც ერთ თქვენგანს ამბავიც არ მოუკითხავს ჩემი არასდროს.ყოჩაღ,ასე გააგრძელეთ!მაგრამ არც ის დაივიწყოთ რა მალე მოდის ახალი არჩევნები…”-წერს თემურ თათარაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად