თასის ფინალი, 25 ნოემბერს, ბათუმის ანგისას ბაზაზე 16:00 საათზე დაიწყება

თასის ფინალში, ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის “ტორპედო” და და ლიგა ორის წევრი, “გაგრა” დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ინფორმაციით, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი, 25 ნოემბერს, ბათუმში, ანგისას ბაზაზე გაიმართება.

თასის ფინალში, ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის “ტორპედო” და და ლიგა ორის წევრი, “გაგრა” დაუპირისპირდებიან.

თასის ფინალი, 17:00 საათის ნაცვლად, 16:00 საათზე შედგება. მატჩის დროის ცვლილება, სატელევიზიო გაშუქებითაა განპირობებული.

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიღწეული შეთანხმებით, გულშემატკივარს ფინალის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა, მაუწყებლის 1 არხზე შეეძლება.

ფოტო: სფფ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...