თარხნიშვილი: სისტემაში, სადაც ყველაფერი დაკიდებულია ნაძვის ხესავით ერთ ადამიანზე, პროგნოზის გაკეთება რთულია

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი “რუსთავი “-თან “ქართული ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსნების სავარაუდო პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე პარტიისგან პოლიტიკური ნიშნით გამოიყვნენ და მათი შესაძლო დაკავება ვერ ჩაითვლება კორუფციასთან ბრძოლა.

„კორუფცია ახლაც არის, იყო და ზოგადად “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, უნიათობასთან და არაკომპეტენტურობასთან ერთად. მაგრამ, კორუფციას ექცევა ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხდება ან პოლიტიკური ან სხვა ნიშნით შეუთავსებლობა. გავიხსენოთ ღარიბაშვილის ამბავი, როდესაც კახური კლანის კორუმპირებულობა გაახსენდათ, როდესაც იყო დაპირისპირება ღარიბაშვილთან.

შემდეგ ღარიბაშვილი შემოირიგეს და ეს ქეისი ყველას დაავიწყდა. სისტემაში, სადაც ყველაფერი დაკიდებულია ნაძვის ხესავით ერთ ადამიანზე და ერთ პიროვნებაზე და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი, პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთული საქმეა. მაგრამ, ყველა ვარიანტში, დააკავებენ ამ მაღალჩინოსნებს თუ არ დააკავებენ, ეს ვერ ჩაითვლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად, იმიტომ რომ ეს ჩინოსნები გამოყოფილი არიან პოლიტიკური ნიშნით“ – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა “რუსთავი 2”-თან.

“დამატებით ინფორმაციას სამართალქცავი უწყებები მოგაწვდიან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ალავიძე და ქუმსიშვილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების დაახლოებით ერთი წლის წინ საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული საქმის გამოძიება ახლაც აქტიურ ფაზაშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად