თარგამაძე: ლალიაშვილი ომის დროს ჩემს კომიტეტში იყო-ზეპირად იცის როგორ იყო, მაგრამ სხვა დავალება აქვს

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს:

“აი ამას გაუკეთებია ის საძაგლობა იმედზე. მეტიც, იმედის გენდირექტორის მოადგილეც ყოფილა. ნიკოლოზ ლალიაშვილი. ხაბურძანიას უშიშროების მინისტრობის დროს მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ეფესბეს მაგ განშტოების მუშაკი. ომის დროს ჩემი კომიტეტის წევრი ბრძანდებოდა ოპოზიციიდან, ზეპირად იცის, რა იყო და როგორ იყო სინამდვილეში. მაგრამ, დავალება ხომ სხვა აქვს.

მოკლედ, რომ ვერ გაიგო ხალხმა, რისთვლის გამოცვალეს ბოლოს იმედის მენეჯმენტი, თურმე, პირდაპირ ეფესბესთვის ჩაუბარებიათ და აბა, ეს საძაგლობა რაღა გასაკვირია?

P.S. უფრო ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, რა სუბიექტზეა საუბარი, ერთხელ ასეთი რამ გვითხრა: გიყურებთ ამდენი ხანია და ვერ გავიგე, თქვენ მართლა სამშობლოზე და კეთილდღეობაზე ზრუნავთო? აბა რა უნდა ვქნათო რომ ვკითხეთ – ვალსტში ხართ, მოაჯექით მეინსტრიმს და იკაიფეთო. ხოდა, ეხლა ვლასტშია, კაიფობს. მთელ ქვეყანაზე კაიფობს”, – წერს გივი თარგამაძე Facebook-ში.

შეგახსენებთ, ტვ “იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე , რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დიდ კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ის ამბობს, რომ სწორედ მისი პროდიუსინგით დამზადდა ფილმი, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია. ფილმი აგვისტოს ომის შესახებ მომზადდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...