თარგამაძე: გოგაშვილო, თქვენს ფეხქვეშ მიწა დაიწვება და სასჯელს მოიხდით, გპირდებით!

ასე მიმართავს „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გივი თარგამაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს.

“რაც შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, ეს გოგაშვილი ახლა რომ დარბის და სპეკულირებს დაღუპული სპეცრაზმელის სახელით და ყველას პირში ჩრის მის სახელს…
სოსო გოგაშვილი იყო სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის ხელმძღვანელი, მან ვერ განსაზღვრა მოწინააღმდეგე მხარე რა პოზიციებს იკავებდა. ამ ბიჭის სიკვდილი არის სწორედ აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ოპერაციის ხელმძღვანელს უნდა გაეფრთხილებინა თითოეული სპეცოპერაციის მონაწილე, სად არის საფრთხის შემცველი ადგილი. ეს ბიჭი გავიდა იმ ადგილას უბრალოდ მოსასვენებლად, ეს სპეცრაზმელი ვინაიდან იცოდა, რომ იმ ადგილას საფრთე არ არსებობს. მოიხადა ჩაფხუტი, შეიხსნა ჯავშანჟილეტი და ამ დროს მოხდა გასროლა იმ მიმართულებით, საიდანაც საფრთხეს არ ელოდა.
არ არის სოსო გოგაშვილი როგორც სპეცოპერაციის ხელმძღვანელი მაშინ დამნაშავე? ახლა რომ ბაქიბუქობს?!
მაჩალიკაშვილის საქმეში რა მოხდენა, რა შაშია ტერორისტული ჯგუფის ნაწილი იყო. ტერორისტული ჯგუფის მონაწილეობა აძლევს ვინმეს უფლებას მძინარე ადამიანს თავში ესროლონ?!
ბატონო გოგაშვილო, კარგად შემომხედე თვალებში, ყურადღებით მომისმინეთ და კარგად დაიმახსოვრეთ. იმის გამო, რაც თქვენ ამ წლებში ჩაიდინეთ ამ ქვეყანაში, თქვენ ფეხქვეშ მიწა დაიწვება და არ გექნებათ მოსვენების ერთი წამი, მანამ, სანამ ამ ყველა დანაშაულისთვის სასჯელს არ მოიხდით. პირობას გაძლევთ!”- განაცხადა გივი თარგამაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად