თანამედროვე  ტრენდი აბაზანის ინტერიერის დიზაინში

ისევე როგორც ყველაფერში, სახლის ინტერიერისა და დიზაინში მოდა და ტენდენციები მუდმივად იცვლება და ვითარდება. ამ სტატიაში მოგიყვებით სააბაზანო ოთახის თანამედროვე სტილსა და დიზაინზე.

სველი წერტილი დიდი ხანია უკვე,  რაც დანარჩენი საცხოვრებელი ფართიდან გამოყოფილი და განცალკევებული ფართი აღარ არის. თანამედროვე ინტერიერის დიზაინში სააბაზანო ოთახი ჰარმონიულად უნდა ეწყობოდეს დანარჩენი საცხოვრებელი ფართის სტილსა და კონცეფციას.

 

„გახსნილი“ აბაზანა

ბოლო პერიოდში, „გახსნილი“ აბაზანა ფეშენებელური სასტუმროების ნომრის გარდა სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება საცხოვრებელი ფართის ინტერიერშიც.

„გახსნილი“ აბაზანის მაგვარი კონცეფცია, სველი წერტილის დანარჩენ საცხოვრებელ, საშინაო  გარემოში  შეტანაა.  საძინებელ ოთახისა და სააბაზანოს სწორი შერწყმა ქმნის კომფორტულ და თბილ გარემოს. ოთახებს შორის  საზღვრების არარსებობა , სიჯანსაღისა და  სარელაქსაციო ოაზისს ქმნის. სივრცე შეიძლება იყოს მთლიანად ღია, ან ნაწილობრივ ზონირებულიც.

საძინებელი და სააბაზანო საერთო სივრცის შექმნისას მნიშვნელოვანია, რომ   ფართს ქონდეს კარგი ხელოვნური ან ბუნებრივი ვენტილაცია, იმისათვის რომ ხშირად ნიავდებოდეს და ნესტმა თქვენი შეწუხება ვერ შეძლოს. მნიშვნელოვანია ოთახის მოწყობამდე სარემონტო მასალები შერჩეული იყოს სწორად. მაგალითად იატაკი- მსგავსი ტიპის ოთახის მოწყობაში, რეკომენდებულია ვინილის იატაკის დაგება, რომელიც ვიზუალურად ხის იატაკს გავს, თუმცა არის ნესტგამძლე და მისი გამოყენება აბაზანაში და საძინებელშიცაა შესაძლებელი. ასევე,  შპალერი, საღებავი და ოთახის კარიც უნდა იყოს მაღალი ხარისხის და რაც მთავარია ნესტგამძლე. აუცილებელია მაღალი ხარისხის საშხაპე მინისა და სისტემის დამონტაჟებაც. ასევე , ხარიასხიანის

გარდა ვიზუალურადაც ლამაზი და ფუნქციური უნდა იყოს სააბაზანო ავეჯიც.

შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ, რომ მსგავსი თანამედროვე და ტრენდული ოთახის ხარისხიანად მოწყობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა არსებობს ადგილი, სადაც ყველა საჭირო სარემონტო მასალასა თუ საძინებე/სააბაზანო ავეჯსა და ნებისმიერ დეტალს ერთ სივრცეში, თან საუკეთესო ფასად შეიძენთ და ეს ადგილი საქართველოში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგიაა“.

 

განსვავებული  აბაზანის ავეჯი და აქსესუარები  

არ აქვს მნიშვნელობა „გახსნილ“ აბაზანას აკეთებთ თუ სტანდარტულს, სასურველია ,რომ აბაზანა იყოს კომფორტული, პრაქტიკული, ნათელი და  ქმნიდეს კარგ განწყობას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ . სილაღისა და სინათლის შესაქმნელად კი განსხვავებული ფორმის, ფერისა და სტილის აბაზანისა და სანტექნიკის აქსესუარები და ავეჯია საჭირო.

განსხვავებული და თანამედროვე ვიზუალი ნებისმიერი ნივთისგან შეგიძლიათ შექმნათ. მაგალითად შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ფერისა და ფორმის შემრევები, საშხაპე სისტემები, როგორც ცალკე მდგომი ასევე ჩასაშენებელი.  კომფორტულობისა და პრაქტიკულობასთან ერთად, აბაზანას ვიზუალურად დასრულებულ და ჰარმონიულ სახეს სხვადასხვა დიზინისა და ფერის აბაზანის ავეჯი მისცემს.

თუ ამ ყველაფერს „გორგიაში“ შეიძენთ, ხარისხთან და ვიზუალთან ერთად, მათი ფასიც სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.

მეტი ფერი და თამამი გადაწყვეტილებები

არ შეუშინდეთ სააბაზანო ოთახის ფერადად მოწყობას. ბევრ ხალისისან ფერს, სინათლე და სითბო შემოაქვს ნებისმიერ სივრცეში. ამისათვის კი საუკეთესო გამოსავალი სხვადასხვა ფერისა და დიზაინის კერამიკული ფილებია.  „გორგიაში“ სხვადასხვა ვიზუალის, რომელიც ხის, ქვის და სხვადასხვა მასალის იმიტაციას ქმნის. ასევე  მრავალი ფერის, ზომისა და დიზაინის ფილების საუკეთესო არჩევანია, რათქმაუნდა საუკეთესო ფასად.

სააბაზანოსთვის ყველა საჭირო ნივთი ერთ სივრცეში, მთელი საქართველოს მასშტაბით, „გორგიას“ ყველა ფილიალშია შესაძლებელი. პროდუქციის შეძენა ასევე სახლიდან გაუსვლელად, „გორგიას“ საიტიდანაცაა შესაძლებელი, სადაც ნებისმიერი პროდუქტის შეძენას უკვე ონლაინ განვადებითაც შეძლებთ.

თუ ჩვენ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ და თანამედროვე, კომფორტულ და პრაქტიკულ აბაზანას, სწრაფად და საუკეთესო ფასად მოაწყობთ. ასე რომ თქვენი საოცნებო აბაზანის მოწყობამდე ერთი ნაბიჯი, ან ერთი „კლიკი“ დაგრჩათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად