თამთა თოდაძის ადვოკატი გამომძიებლების და საპატრული პოლიციის თანამშრომლების გამოკითხვას ითხოვს

თამთა თოდაძის ადვოკატი პროკურატურას მიმართავს. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაკითხოს ის პოლიციელები, რომლებიც ინცინდენტის შემდეგ, მაჟორიტარის ოფისში პირველად მივიდნენ.

“ვაპირებთ მივამრთო პროკურატურას დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით. ეს შეეხება ძირითადად იმ გამომძიებლების და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გამოკთხვას, რომლებიც უშუალოდ შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ თამთასთან”,-ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. თოდაძე პროკურატურას დაზარალებულად ჰყავს ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...