თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატს ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციაში გამოიკითხა

ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოში თამთა თოდაძის გამოკითხვა დასრულდა. თოდაძე საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თოდაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მისი ადვოკატის თქმით, თოდაძის დედას ილია ჯიშკარიანის მეგობარი დაუკავშირდა და მორიგება შესთავაზა.

თოდაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მისი ადვოკატის თქმით, თოდაძის დედას ილია ჯიშკარიანის მეგობარი დაუკავშირდა და მორიგება შესთავაზა.

“დღეს დამატებითი გამოკითხვა ჩატარდა და გამომძიებელს ჰქონდა შეკითხვები თამთასთან და თამთას დედასთან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლების მხრიდან, მისი თხოვნით, როგორც ჩანს, განხორციელდა კომუნიკაცია თამთას დედასთან და მათ მიერ შემოთავაზებული იყო მორიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ამ ფაქტის უარყოფა და არ მომხდარიყო შემდგომი გამოძიება,” – თქვა თამარ ლუკავამ.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად