თამთა თოდაძე: ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება

ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება -ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის იმ დადგენილების გასაცნობად მივიდა, რომლის მიხედვით, ის დაზარალებულად სცნეს.

„გავეცანი საქმის მასალებს. ნამდვილად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებულია ძალიან დიდი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. იმასაც დავძენ, რომ ძირითადი ნაწილი უკვე იმის შემდგომაა ჩატარებული, რაც უშუალოდ მოხდა ამის გაშუქება. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც, თავიდანვეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების.”,-ამბობს თამთა თოდაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად