თამთა თოდაძე: ჩემი მთავარი მოთხოვნაა პატიმრობა შეეფარდოს ილია ჯიშკარიანს

ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის იმ დადგენილების გასაცნობად მივიდა, რომლის მიხედვით, ის დაზარალებულად სცნეს.

“გავეცანი საქმის მასალებს, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ პროკურატურის მხრიდან ჩატარებეულია ძალიან დიდი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ძირითადი ნაწილი იმის შემდგომ არის ჩატარებული, რაც უშუალოდ მოხდა ამ ამბის გასუქება. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. უშუალოდ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობის აქტზე, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არ იციან რა მოიგონონ, თუ რის გამო მოხდა ეს ყველაფერი და როცა არ იცი რას ჩაეჭიდო, ვითომ დაწინაურების თემის წამოწევით ცდილობენ აღნიშნული თემის გადაფარვას,”- აღნიშნა თოდაძემ.

თოდაძის განცხადებით, მისი მთავარი მოთხოვნაა ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და საკრებულოს მანდატი მოეხსნას.

“ჩემი მთავარი მოთხოვნა არის რომ პატიმრობა შეეფარდოს ილია ჯიშკარიანს და შეუწყდეს საკრებულოს მანდატი, იმიტომ რომ როდესაც დიდია ძალაუფლება, დიდია გავლენა ძალიან დიდია იმის ალბათობაც რომ ხდება მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა,” – აღნიშნა თამთა თოდაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ საკრებულოს დეპუტატს ბრალი წარუდგინა, მისი თანაშემწე თამთა თოდაძე კი დაზარალებულად ცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად