თამრიკო სალუქვაძემ ხუთი გოლის გასატანად ტაიმი იკმარა

გუშინ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თბილისის “ნიკე”-მ გორის “იუნაიტედი” 7:0 დაამარცხა და 12 შეხვედრიდან 12 მოგება აქვს. აღსანიშნავია, რომ თბილისელებს ერთ თამაშში საშუალოდ თითქმის რვა გოლი გააქვთ. მათ 93 გოლი აქვთ გატანილი და მის კარის აღება კი მეტოქეებმა მხოლოდ 5-ჯერ შეძლეს.

თბილისელთა მდევარმა, საფეხბურთო კლუბმა “ლანჩხუთმა” საკუთარ მინდორზე ჩხოროწყუს “სამეგრელო” არ დაინდო. ლანცხუთელრებმა უკვე პირველ ტაიმში მეტოქის კარი 10-ჯერ აიღეს, შესვენების შემდეგ კი, თამაში აღარ განახლებულა. მიზეზი ის იყო, რომ ჩხოროწყუელები 9 კაცის შემადგენლობით იყვნენ ჩასული ლანჩხუთში, მათგან ორმ პირველ ტაიმში ტრავმის გამო დატოვა მოედანი, ერთმა კი შესვენების შემდეგ ვერ შეძლო მინდორზე გასვლა და გუნდში მინიმალურად დასაშვებ 7 ფეხბურთელზე ნაკლები დარჩა.

ამ შეხვედრაში ლანჩხუთელმა თამრიკო სალუქვაძემ 5 გოლი გაიტან და იგი 23 გოლით ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზეა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

მართვე” ქუთაისი – “კოლხეძთი” ხობი 5:0
“დინამო” ბათუმი – “ნორჩი დინამო” თბილისი 2:3
“ზარზმა” ადიგენი – “ივერია” ხაშური – გადაიდო

1. “ნიკე – 36 ქულა, 93 – 5
2. “ლანჩხუთი” – 33 ქულა, 78 – 6
3. “მართვე” – 27 ქულა, 47 – 19
4. “ნორჩი დინამო” – 21 ქულა, 25 – 18
5. “კოლხეთი” ხობი – 19 ქულა, 15 – 33
6. “სამეგრელო” – 12 ქულა, 19 – 50
7. “დინამო” ბთ – 10 ქულა 22 – 38
8. “იუნაიტედი” გორი – 10 ქულა, 17 – 42
9. “ივერია” – 7 ქულა 19 – 69
10. ზარზმა – 0 ქულა, 7 – 62

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...