თამაზ ქოიავა: ჩემი შვილის მკვლელის დაჭერისთვის 23 წელი ვიბრძოდი და პრეზიდენტმა 1 წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყალა

ამის შესახებ მოკლული იოსებ ქოიავას მამამ თამაზ ქოიავამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. მისი შვილის მკვლელი კი პრეზიდენტმა შეიწყალა.

“შეწყალებას რა თქმა უნდა არ ველოდებოდით. მკვლელობა მოხდა 1994 წლის 19 იანვარს სამხატვრო აკადემიაში, სადაც რაღაც კლუბი ჰქონდათ ახალგაზრდებს. მაშინ ქალაქში განუკითხაობა იყო. ამ დროს ჩაქრა სინათლე და კლუბის მენეჯერმა უთხრა, რომ მუსიკოსებს მოვიყვან მუხრანთუბანიდანო. იქ დახვდა ადამიანები, ვინც ქეიფობდნენ, ერთ-ერთმა უთხრა, რომ მეც წამოვალო. მოვიდნენ მუსიკოსები დაუკრა და მალევე წავიდნენ. ცოტა ხანში ერთ-ერთი მუხრანთუბანიდან მოვიდა. როგორც მერე ამიღწერეს, ის იყო დაახლოებით 40 წლის მამაკაცი 20 წლის ახალგაზრდასთან ერთად. ამ კლუბის კარი დაკეტილი იყო და არ შეუშვეს, უთხრეს რომ ეს არც რესტორანია და არც კაფე არ არისო, მაგრამ ძალით შეიჭრა. რომ იკითხა რა ხდებაო, ერთ-ერთმა იქ მყოფმა უთხრა, რომ იქ მყოფ გოგონაზე, რომ მის დაბადების დღეს აღვნიშნავთო. ამის შემდეგ მან ამ გოგონაზე ცუდი სიტყვა თქვა, ვისაც შეეკითხა ეს იყო ამ გოგოს ძმა, ეტყობა აქ ყველა ასეთი ქუჩის ქალები არიან შეკრებილებიო, რაზეც წაიკინკლავეს. შემდეგ დაშოშმინდნენ, მაგრამ ეს მამაკაცი მაინც არ ისვენებდა და შეკვეთებს იძლეოდა, რადგანაც არ ისვენებდა ის, გადაწყვიტეს რომ გაეცილებინათ და 6 ბიჭმა მოკიდეს ხელი და გარეთ გაიყვანეს. გაყვანის დროს მივიდა ჩემი შვილი იქ თავისი ნათესავის წამოსაყვანად, რომელიც იქ იყო. ისიც მათთან ერთად იყო და მოუვიდათ წალაპარაკება, უცბად ამოიღო ამ მამაკაცმა ამოიღო იარაღი და პირდაპირ დამიზნებით დაუწყო სროლა ამ ახალგარდებს. 4 ბიჭი დაიჭრა, 2-3 მიიმალნენ და თვითონ ეს მამაკაციც გაიქცა თავის მოყვანილ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად.

სანამ სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც ცოტა დაიგვიანა. ჯერ ერთ საავადმყოფოში წაიყვანეს ბავშვი, სადაც სინათლე არ იყო, მერე მეორეში და გზაში დაიღუპა”, – განაცხადა მან.

თამაზ ქოიავა ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი მისთვის ძალიან ძნელია.

“ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი, მით უმეტეს ეს დღეები სულ ამაზე ვლაპარაკობ და ძალიან მიჭირს. მას შემდეგ რაც გავიგე ეს შეწყალების ამბავი ერთი ათი დღე ძალიან ცუდად ვიყავი.

როგორც მერე გავიგე კიტოვანს ჰქონია რაღაც სამმართველო, სადაც შეკრებილები იყვნენ სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლები და მთელი მათი ამოცანა იყო, რომ დროდადრო აფხაზეთში დადიოდნენ და ხალხს აყაჩაღებდნენ. ამას იმიტომ ვყვები, რომ გასაგები იყო, რატომ განვიცდი ამას. 3 ხელისუფლება გავიარე და თითქმის ყოველდღე დავდიოდი სხვადასხვა ორგანოებში. 23 წელი ვიბრძოდი, ვინ არ ჩავრთე ამ საქმეში, ვისი ჩართვაც შემეძლო ყველა ჩავრთე. საქართველოდან იყო გაქცეული, ჯერ უნგრეთში იყო და მერე ჩეხეთში. იქაც ვიბრძოლე, რომ გადმოეცათ.

2008 წელს შედგა სასამართლო დაუსწრებლად და მას მიუსაჯეს 15 წელი, მაგრამ კიდევ რამდენიმე წლიანი წვალება დამჭირდა, რომ გადმოეცათ. 2017 წლის აპრილში გადმოგვცეს. 2018 წელს დასრულდა, საბოლოოდ რამდენიმე წელი ჩამოაკლეს და 11 წელი და სამი თვე დაუტოვეს. წელიწადი და სამი თვის შემდეგ კი ქალბატონმა პრეზიდენტმა შეიწყალა. ქართველი დედა ამას არ იკადრებს”, – განაცხადა თამაზ ქოიავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად