თამაზ მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა: არ მაქვს ისეთი საიდუმლო, რომლის გამჟღავნებაც ამხელა მსხვერპლად ღირდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ მისი მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის პოლიტიკური მიძნებისთვის გამოყენებას არ აპირებს, თუმცა, მიაჩნია, რომ გამოძიების დასრულებამდე არ სურს კომენტარის გაკეთება, თუნდაც ეს მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იყოს.

“ალბათ,  99% შეეცდებოდა ამ ამბის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას, მაგრამ არ მინდა ამით ვისპეკულიანტო, როცა ანგელოზივით ბიჭი ასეთ მდგომარეობაშია. იმედს დავიტოვებ რომ გადარჩება. ამის შემდეგ, მასვე მიეცემა საშუალება, თქვას, რა ინფორმაციას ფლობდა ის. არ მაქვს ისეთი საიდუმლო, რომლის გამჟღავნებაც ამხელა მსხვერპლად ღირდა, მაგრამ ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, არ მინდა რაიმე კომენტარის გაკეთება, თუნდაც ეს პოლიტიკურად მომგებიანი იყოს”.

ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა ტვ “პირველთან” ინტერვიუში განაცხადა,  23 წლის გიორგი ხუმარაშვილის დედის განცხადების კომენტირებისას, რომლის მიხედვით, მის შვილზე ხევსურთსოფელის რწმუნებულის, ზურაბ ბექაურის მხრიდან ზეწოლა ხორცილდებოდა და მისგან რაღაც ტიპის ინფორმაციების მიღებას ცდილობდნენ.

” მე ეს ინფორმაცია არ მქონდა. სამწუხაროდ, ყველა მხრიდან ცდილობდნენ მისი გავლენის ქვეშ მოქცევას. არ მინდოდა ყველაფერი დამეჯერებინა, არც ახლა მინდა დავიჯერო, თუმცა მას შემდეგ რაც დედამისი აკეთებს ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ეჭვები მეც მაქვს. ჩემთვის ეს ამბავი ცნობილი გახდა ღამის 1 საათზე, დამირეკეს. მიჭირს ახლა ფიზიკურად, მთავარია, ეს ბიჭი გადარჩეს, გამოძიებაც სწორად წავა და ყველა, ვინ პირდაპირ ან ირიბად არის მონაწილე მომხდარში, თავისი მიეზღვება”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურის პირადმა მძღოლმა, 23 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასზე გარკვეული ინფორმაციების მოპოვების მიზნით თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის რწმუნებული ზურაბ ბექაური ზეწოლას ახორციელებდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად