თამაზ მეჭიაური: ნატოზე უარს ვიტყვი, თუ ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ნებისმიერ სამხედრო გაერთიანებაზე, მათ შორის ნატოზე, უარს იტყვის, თუ მასთან თანამშრომლობა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს შეუქმნის.

„თუ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური თუ სამხედრო ბლოკი და მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და ეს საფრთხეს შეუქმნის ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მის დაცულობას, მე უარს ვიტყვი ნებისმიერზე ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს ის,“-აღნიშნა მეჭიაურმა.

ჟურნალისტების კითხვაზე შესაძლებელია თუ არა ეს იყოს ნატო, მან განაცხადა:

„რა თქმა უნდა ყველა შეიძლება იყოს. რაც გინდათ თქვით, მე ამას ვიძახი, რომ ეს თუ იქნება… თვითონ გვეუნებიან, ვერ მიგიღებთ ჯერო, ჩვენ რა ავტეხეთ აურზაური და დავეტიოთ ჯერ ევროპაში”,-განაცხადა მეჭიაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად