თამაზ მეჭიაური მცხეთა-თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატობას აპირებს

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მცხეთა თიანეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისათვის იბრძოლებს.

ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა “აიპრესს” განუცხადა და განმარტა, რომ მისი პარტია “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” კანდიდატის დასახელებას 20 სექტემბრისთვის გეგმავს.

“მონაწილეობას მივიღებ საპარლამენტო არჩევნებში როგორც მაჟორიტარულად, ისე პარტიული სიით!
მზად ვარ ნებისმიერ ტელევიზიაში, ნებისმიერი ფორმატის გადაცემაში მონაწილეობისთვის!
p.s. გთხოვთ, გამომეხმაუროთ ტელევიზიები!” – დაწერა თამაზ მეჭიაურმა სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, იმ შემთხვევაში თუ თიანეთის მოქმედი მერი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მას თიანეთის მერის თანამდებობის დატოვება მოუწევს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად