თამაზ მეჭიაური: მონაწილეობას ვიღებ თიანეთის მერის არჩევნებში!

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, 2021 წლის თვითთმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს. ამის შესახებ მეჭიაური სოციალურ ქსელში წერს და მხარდამჭრებს მოუწოდებს, მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის ნომერზე ფინანსური დახმარებაც გაუწიონ.

“თიანეთის მოსახლეობის დიდ ნაწილთან კონსულტაციების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია, მონაწილეობას ვიღებ თიანეთის მერის არჩევნებში!
მადლობას ვუხდი ყველას, ვისას სურს ჩემი მხარდაჭერა
როგორც პოლიტიკური, ისე სხვა ნებისმიერი, მ. შ. ფინანსური სახით!
საარჩევნო შტაბის მისამართია რუსთაველის 20, ყოფილი კომისარიატის შენობა, ტელ. 599517283
საბანკო ანგარიში- ლიბერთი ბანკი,

ლარის ანგარიშის რეკვიზიტები

მიმღების ბანკი: ს.ს. ”ლიბერთი ბანკი”
ბანკის კოდი: LBRTGE22
მიმღების ანგარიში: GE87LB0711192464612000
მიმღების დასახელება: თამაზ მეჭიაური
შეგიძლიათ დამირეკოთ, ან მომწეროთ პირადშიც.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!” – წერა თამაზ მეჭიაური.

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ოცნების” მერობის 63 კანდიდატი წარადგინა  (სია)

კომენტარები
იტვირთება...