თამაზ მეჭიაური: 4-დან 3 წელი საარჩევნოა და ამის გამო პენსია არ უნდა გავზარდოთ?

2016 წლის ივლისში პენსია 180 ლარი გახდება, ეს დრო ემთხვევა ზუსტად წინა საარჩევნო პერიოდს. ამ თემასთან დაკავშირებით „აიპრესთან“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ისაუბრა.

„ჩვენ პენსიები სექტემბერში მოვუმატეთ, მხოლოდ 10 ლარით, მაგრამ მაინც… მაშინ სულაც არ იყო საარჩევნო წელი, თუ არ ჩავთვლით რიგგარეშე არჩევნებს. იმის გამო, რომ წელს არ იყო საარჩევნო წელი არ უნდა მოგვემატებია არაფრისთვის?!

ეს უწყვეტი პროცესია, ხან საარჩევნო წელს მოხდება მატება, ხან არასაარჩევნო წელს. საერთოდ, 4-დან 3 წელი საარჩევნო წელია. მომდევნო წელი საპარლამენტო არჩევნების წელია, იმის მომდევნო წელი ადგილობრივი თვთმართველობის, იმის შემდეგი კი საპრეზიდენტო. ე. ი. სამი წელი არაფერს არ უნდა მოვუმატოთ და დაველოდოთ მეოთხე წელს, რომ არავინ არაფერი თქვას?!

ზოგი ერთი თვით ადრე დაემატება, ზოგი კი ექვსი თვით ადრე, ამაში საგანგაშო არაფერია. ეს ყველაფერი გათვლილია და მიბმულია არსებულ შემოსავლებზე,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...