დავით ხიდაშელი: მე ჩამოვუტანე ეს რუკები საქართველოს – ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, იმან აიღოს და გაარკვიოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან

“ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ვინც იქნება მთავრობის წარმომადგენელი, იმან უნდა აიღოს ეს საბუთები და მერე გაარკვიოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან.”

ამის შესახებ ბიზნესმენმა თამაზ ხიდაშელმა, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა, “ღამის კურიერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, იაზრებს თუ არა, რომ მის მიერ მოძიებული მასალები წინასაარჩევნოდ და ერევანთან და ბაქოსთან ურთიერთობის ჭრილშიც შეიძლება საკმაოდ პრობლემატური იყოს.

დავით ხიდაშელის განცხადებით,  მან ეს მასალები საქართველოს გადმოსცა და უკვე მთავრობის გადასაწყვეტი იქნება საკითხის გადაწყვეტა და ურთიერთობის დალაგება ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

“მე მოვიტანე ეს მასალები ივლისში და აგისტოში, დავურიგე ყველა ორგანიზაციას. იგივე პრეზიდენტთან, ბატონ ღარიბაშვილთან. პირველი წინადადება მაგისი, როცა ნახეს ეს სიტუაცია, ჩვენთან არჩევნები მოდისო, მე ვუთხარი არჩევნები მოდის და ეგ თქვენ გადაწყვიტეთ, ეს ჩემი საკითხი არ არის. მე ჩამოვუტანე ეს რუკები საქართველოს. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, არა ვარ არცერთი პარტიის წევრი, არ მაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს – ვინ არ გაიმარჯვებს. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, პრინციპულად არ მინდა არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ არ გამხვიონ შარში, ამას უჭერ მხარს, იმას უჭერს… სულ საზღვარგარეთ ვცხოვრობ, სულ გზაში ვარ და არცერთ არჩევნებზე არ მიმიღია მონაწილეობა.

ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ვინც იქნება მთავრობის წარმომადგენელი, იმან უნდა აიღოს ეს საბუთები და მერე გაარკვიოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან”, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად