თამაზ ბაკურიძე:ლავასოღლიმ საპატიმრო და თურქეთის ტერიტორია დატოვა

მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხიდან განთავისუფლებულია და ბელორუსიაში იმყოფება, ამის შესახებ უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე წერს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის თურქული ციხიდან ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმში გამართული აქციების ერთ-ერთი სპიკერია.

ორგანიზაციის “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელის იინფორმაციითვე, მსჯავრდებულის ექსტრადირებაზე საქართველომ უარი თქვა, ფრენები კი, მხოლოდ ბელარუსიის მიმართულებით იყო და შესაბამისად, ბელარუსის საექსტრადიციო სამსახურში არის ამჟამად გადაყვანილი. როგორ განვითარდება შემდეგი პროცესები, ბაკურიძე ვერ აკონკრეტებს. მისივე ინფორმაციით, მეტი დეტალი ცნობილი ორშაბათს გახდება.
„ძალა ერთობაშია! მიზანი მიღწეულია ნაწილობრივ. მინდია გორაძის ექსტრადირება მოხერხდა. წუხელ გვიან ის გადაიყვანეს საემიგრაციო სამსახურში რის შემდეგ მან დატოვა საპატიმრო და თურქეთის ტერიტორია .დანარჩენ დეტალებზე ორშაბათს ….“,-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თამაზ ბაკურიძე.
ჯერჯერობით უცნობია ისიც, გაგრძელდება თუ არა აქციები ბათუმში, ბაკურიძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ჯერ არ არის.
ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით 1 ივნისიდან ბათუმში აქციები იმართება. პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიიმართა 15 ადამიანმა.
მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის 2018 წელს გაასამართლეს. სასამართლო განაჩენის გამოტანის დროისთვის ლავასოღლი საქართველოში არ იმყოფებოდა. ის თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად