თამარაშვილზე, “ინდექს გრუპის” ოფისი დააყაჩაღეს

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე “ინდექს გრუპის” ოფისი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობისთვის, “იანდექს გრუპი” გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად