თამარ ჟვანია: თუ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრის მხრიდან დაფიქსირდება მიკერძოებულობა ან რაიმე გადაცდომა, რეაგირება აუცილებლად იქნება

ამის შესახებ გადაცმაში “მთავარი დებატები” ცესკო-ს თაავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად იქნება მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ისეთი წევრი, რომელიც წინა წლებში ამა თუ იმ პარტიის კოორდინატორი იყო და თუ დამდგარა ამ დრომდე კონკრეტულად საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წევრის პასუხისმგებლობის საკითხი.

“კონკრეტულად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იყო თუ არა, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ, მაგალითად, მახსენდება მარნეულის შემთხვევა, ასევე იყო ეპიზოდი, როცა ჩვენ კომისიის წევრი გავათავისუფლეთ. კანონმდებლობაში ეს საკითხი უკვე სულ სხვაგვარადაა დარეგულირებული, იმდენი ფილტრი არსებობს და თვითონ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ისე აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში, რომ შეუძლებელია, ყველაფერი გამჭვირვალედ არ წარიმართოს. შესაბამისად, თუ ჩვენ გვექნება ინფორმაცია კონკრეტული შემთხვევების შესახებ, აუცილებლად იქნება რეაგირება”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

თამარ ჟვანია შეეხო ასევე კოვიდპანდემიის პირობებში ხმის მიცემის პროცედურის ჩატარების საკითხს და წამყვანის შეკითხვაზე, იქნება თუ არა ხმის მიცემის ფარულობა დაცული, განმარტა, რომ ხმის მიცემის ფარულობა არ იქნება დარღვეული და ამის შესახებ ცესკოს უკვე დაწყებული აქვს ფართო საინფორმაციო კამპანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად