თამარ ურუშაძე: აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა და აღარც კოლეგიალობა?

ასე ეხმაურება ტელეკომპანია “იბერიის” ყოფილი ჟურნალისტი თამარ ურუშაძე “იბერიის” მფლობელების გადაწყვეტილებას Facebook-ში, რომლებმაც არხი დროებით სარგებლობაში გადასცეს ნიკა გვარამიას და რუსთავი 2-დან წამოსულ ჟურნალისტებს, რომლებიც რაღაც დროით სწორედ “იბერიიდან” იმაუწყებლებს.

“თითქმის ერთი წელი გადის, რაც იბერიის, ჩუბინაშვილის 41-ნომერის კარი დაგვიხურეს. მოგვიჯახუნეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ბოდიშის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მოგვიხურეს ისე, რომ ამ დღის მერე, ათობით ჟურნალისტს დირექტორი რკინის გისოსებიანი ღობის მეორე მხრიდან გველაპარაკებოდა და შენობაშიც არ გვიშვებდნენ. არხი დახურეს. ტელევიზია გააჩერეს. ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები, პროდიუსერები, ტექნიკური თუ შემოქმედებითი ჯგუფფის წევრები პირდაპირი გაგებით ქუჩაში გამოყარეს.

მას შემდეგ გუნდის უდიდესი ნაწილი ისევ სამსახურს ეძებს. იყო სასამრთლოები, მოგებული გადაწყვეტილების გასაჩივრებები შემდგომ ინსტანციაში. წარმატებები ყველა კოლეგას, მაგრამ იყო და არა იყო რა? ნატო ჩხეიძე (Nato Chkheidze) იქნებ გაგვცეთ პასუხი, იმ ასობით ადამიანს, ვისაც ასე მოექეცით. აღარაფერს აღარ აქვს ფასი ?! აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა? აღარც კოლეგიალობა? მხოლოდ ერთი მხარე და ერთი სიმართლეა?” – წერს თამარ ურუშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად