თამარ წულეისკირი და როზარია პუგლისი, იმერეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, იმერეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ღონისძიება საქართველოში მიმდინარე „ნატო-ს დღეები 2019“-ის ფარგლებში დაიგეგმა. წლევანდელი ნატო-ს დღეები 3 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და 30-31 ოქტომბერს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება.

ნატო-ს დღეებს საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული თანამშრომლობის, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად