თამარ ჭოხონელიძე: რატომ ვარ ვალდებული, რომ ეკლესიის პოლიტიკას ბრმად გავყვე?!

“თავი უნდა მოვიტყუოთ რომ ვთქვათ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწიმინდის დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს საპატრიარქომ არ დაამთხვია. ეს, არის ტყული. 17 მაისი ძალიან კარგად ვიცით, რომ უფრო ადრე გაჟღერდა იმ ხალხის მხრიდან, ვინც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ გამოაცხადა ეს დღე.” – განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ გადაცემა “რეაქციაში”

მე ვთვლი, რომ სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა იყოს მართებული და არ არის ლამაზი. უფალმა სხვადასხვანაირი ადამიანები გააჩინა დედამიწაზე და არ უთქვამს, რომ ვინც არ მოგწონს ჩაქოლე. დისკრიმინაციაა, როცა სამსახურიდან აგდებენ, მაღაზიაში არ ემსახურებიან, ცემენ, ასეთ ადამიანებს. გეიაღლუმი– ეს სიტყვა ძალიან ხშირად დატრიალდა, მაგრამ გინახავთ ვინმეს გეიაღლუმი? თუ სახლში შემომივარდა და შვილი გამირყვნა, თავსაც შევაკლავ, მაგრამ მე ეს ვერ დავინახე.“- განაცხადა ჭოხონელიძემ.

მისი აზრით,  ეს არ არის რელიგიური კუთხით: “ეს უფრო საპატრიარქოს პოლიტიკაა და ეს ყველაფერი დამტკიცდა 2013 წელს, როდესაც რუსთაველის გამზირზე ხალხი შეიკრიბა ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის და ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, მახსოვს, რომ საპატრიარქო განზე არ იდგა. მე, როგორც მოქალაქე, რატომ ვარ ვალდებული, რომ ეკლესიის პოლიტიკას ბრმად გავყვე?

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...