თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა – თამარ ტალიაშვილმა, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, ათენის დეკლარაციაზე -„საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის ეფექტიანი მართვა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სრული დაცვით“ იმსჯელეს.
ასევე განიხილეს 2020/2021 მსოფლიო დემოკრატიის ფორუმზე დაყენებული პრიორიტეტები, რომლის წამყვანი თემა -„დემოკრატია და გარემოს დაცვა’’, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში შეთანხმდა.
ბიუროს წევრებმა ევროპის საბჭოს ქვეყნებში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისა და დემოკრატიის გამოწვევები შეაფასეს. ისაუბრეს კონგრესის 2021-2026 წლების პრიორიტეტული მიმართულებების დასახვაზე, ურთიერთთანამშრომლობის როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო აქტივობებზე.

ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრეას კიფერმა, ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციას მისი კანდიდატურის საჯარო მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და მომდევნო წლების განმავლობაში ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და მზაობა გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად