თამარ ტალიაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზებაზე ისაუბრა

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს პოლიტიკური პლატფორმის (PLATFORMA) მიწვევით, ქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდა, სადაც თანამშრომლობის განვითარების პანელში – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრიორიტეტები და თანამშრომლობის შესაძლებლობები“ მოხენებით გამოვიდა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

დეპუტატმა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG 2030) მიღწევის გამოწვევებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა. ამავე პანელში, EBRD-ის კლიმატის ცვლილებების ვიცე-დირექტორი ნაიჯელ იოლანდი მონაწილეობდა, რომელმაც საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა, როგორც რეგიონში ეფექტური თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული მაგალითი. ასევე, ევროკომისიის სამეზობლოს ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელმა ოაბინ აჯენინმა სამეზობლოს გაფართოების პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული დინამიკა დადებითად შეაფასა.

თამარ ტალიაშვილმა თბილისის მაგალითზე, საქართველოში გატარებული რეფორმებისა და პროექტების წარმატებით განხორციელებაში ევროპულ საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის როლზე ისაუბრა. მათ შორისა, ისეთი ინიციატივები, როგორიაა:  ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები (ITC), დედაქალაქის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა (SUMP), მუნიციპალური ნარჩენების მენეჯმენტი, ტყის განახლება და კუს ტბისა და მთაწმინდის განვითარება, საცხოვრებლად ღირებული / მისაღები ქალაქები (Livable Cities), სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა, ღია მმართველობის პროგრამა (OGP) და სტარტაპ ბიზნესის ხელშემწყობი აქსელერატორი – „სპარკი“, ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ კოორდინირებული პროექტის – განვითარებისა და ეფექტიანობის ქსელი (N4ED). თამარ ტალიაშვილმა შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტზე – ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ გაამახვილა ყურადღება.

PLATFORMA-ს წარმომადგენელმა, ოლივიე ბაუმარდმა თამარ ტალიაშვილს და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (ათეა) მადლობა გადაუხადა საქართველოს პირველი მუნიციპალიტეტების მიერ ევროპის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ქარტიის ხელმოწერის ძალისხმევისთვის.
თამარ ტალიაშვილმა ფორუმის ფარგლებში გამართულ ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფორუმის მონაწილეებს ევროსაბჭოს კონგრესის როლი და ამოცანები გააცნო. ფორუმის დასასრულს, PLATFORMA-ს ხელმძღვანელმა, მარლენ სიმეონმა, შემდეგი ფორუმის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად