თამარ ტალიაშვილი: თუ ოპოზიცია არ გაითვალისწინებს ევროპელი პარტნიორების მოწოდებას, დარჩებიან რადიკალი რეაქციონერი ლიდერების მძევლებად

“თუ დარჩენილი ოპოზიციის არჩევანია საქართველოს ევროინტეგრაცია, ისინი გაიზიარებენ დასავლელი პარტნიორების მოწოდებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარჩებიან რადიკალი რეაქციონერი ლიდერების მძევლებად”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ევროპის ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„მიმაჩნია რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და ანგარიში არის ის თემა, რომლითაც უნდა ინტერესდებოდეს და ესწრებოდეს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი სრულიად, ამის საშუალებას იძლევა 2020 წლის არჩევნების შედეგები და ჩვენ ვიცით, რომ იგივე ევროკავშირის ელჩი საქართველოში თუ ჩვენი სხვა დასავლელი პარტნიორები ძალიან აქტიურად მოუწოდებენ დარჩენილ ოპოზიციას, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და გამოიყენონ მანდატი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე სამუშაოდ როგორიც მაგალითად არის ეს კონკრეტული თემა და მიმაჩნია, რომ თუ დარჩენილი ოპოზიცია არ გაიზიარებს ევროპელი პარტნიორების შეხედულებებს და მოწოდებებს, ისინი უბრალოდ დარჩებიან მძევლებად რეაქციონერი და რადიკალური ლიდერებისა“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

თამარ ტალიაშვილი წინა კვირაში სტრასბურგში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...