თამარ ტალიაშვილი: თბილისში განხორციელებული პროექტები ევროპის სხვა ქალაქებისთვის სანიმუშოდ მიიჩნევა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი დედაქალაქის მერის 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენას საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, თითოეულ გამოწვევასთან მიმართებით, მთავრობის ხედვა თბილისის მოსახლეობის ინტერესებს ითვალისწინებს და ყველა ასპექტი მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.

,,მე, როგორც ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა, შემიძლიადაგარწმუნოთ, რომ თბილისში განხორციელებული მასშტაბური პროექტები, სატრანსპორტო, ეკოლოგიური, თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა და სხვა, ევროპის ქალაქებისთვის სანიმუშოდ მიიჩნევა“ – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

მისი თქმით, განხორციელებული ინიციატივები თბილისელების, დედაქალაქის სტუმრებისა და ურბანული სივრცის მდგრად და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულია.
სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს წევრი სატრანსპორტო რეფორმასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული ხდება. მისივე თქმით, 750 ახალი ავტობუსი მოსაცდელ დროს 15 წუთამდე შეამცირებს, რაც მგზავრობას უსაფრთხოსთან ერთად, მოსახერხებელსაც გახდის.

,,შეიძლება ითქვას, რომ თითოეული რეფორმა დედაქალაქის მომავალს აზღვევს. ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როდესაც ფრაზა -მომავლის შენება, არ არის ფუჭი მაღალფარდოვნება“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დეპუტატმა აქცენტი განხორციელებულსა და დაგეგმილ პროექტებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ განახლებული ორბელიანის მსგავსად, საკუთარ სამაჟორიტარო ოლქშიც ასეთივე მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება.

,,განახლებული ორბელიანის მსგავსი რებრენდინგი, ელის მაგალითად თემქას, აქ ხევის ადგილას ახალი უპრეცედენტოდ გრანდიოზული პარკის მშენებლობით გადაიჭრება რაიონის არა მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემები, არამედ ქალაქს შეემატება ეკონომიკური, კულტურულ-სპორტული და სოციალური აქტივობის ახალი ეპიცენტრი, თემქა ამაყად დაიმკვიდრებს მის ნამდვილ სახელს – ზღვისუბანი.“ – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად