თამარ ტალიაშვილი: ოპოზიციის ნაწილის მიზანია საბოტაჟი და რევოლიციური სცენარი

„დავინახეთ რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებში. რომ შევადაროთ ეს იმას თუ რამდენი ადამიანი შეუერთდა მათ საპროტესტო აქციებზე, დამატებითი ანალიზის გარეშე მისახვედრია, რომ მათ არ ჰყავთ მომხრეები ვინც მხარს დაუჭერდა საბოტაჟს, რევოლუციას, არამედ მათი მომხრებიის დაკვეთაა, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში, გამოიყენეონ ის მანდატი რაც მიანიჭეს“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა თამარ ტალიაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ -შალვა რამიშვილთან ერთად“

“9 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა პარლამენტში და შესაბამისად პარლამენტი შედგა, როგორც მრავალპარტიული, დანარჩენი უკვე ოპოზიციონერთა პოლიტიკური არჩევანია, როგორ გამოიყენებენ ამ მანდატებს – გამოიყენებენ საბოტაჟისთვის, ბოიკოტისთვის თუ მსოფლიო კრიზისის პერიოდში, თავის გამოცდილებას მოახმარენ საქმის კეთებას. ოპოზიციის ნაწილის მიზანია საბოტაჟი და რევოლიციური სცენარი და ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად