თამარ სანიკიძე: გამოუსადეგარი სახელმძღვანელოები სკოლის მერხებზე არ მოხვდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ირწმუნება, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების ბიუჯეტი მხოლოდ 3,5 მილიონი ლარით შემცირდა. როგორც სანიკიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ვარგისიანობის გადამოწმების შემდეგ, სახელმძღვანელოები სკოლებიდან ამოღებული იქნება და გამოუსადეგარი წიგნები სკოლის მერხებზე არ მოხვდება. 

„სახელმძღვანელობის ვარგისიანობა 9 ქულიანი სისტემით შეფასდება და კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაბრუნდება სკოლაში შემდეგი წლისთვის“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

თამარ სანიკიძე განმარტავს, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი არ შემცირებულა სახელმძღვანელოების ხარჯზე.

 

„სამინისტროს ბიუჯეტი სხვადასხვა მუხლების ხარჯზე შემცირდა, მათ შორის 5 მილიონი ლარით პროფესიული პროგრამები, არსებობდა სატენდერო ეკონომიებიდან დანაზოგი, დაიზოგა ასევე ადმინისტრაციული ხარჯები. გარდა ამისა, სახელმძღვანელოების შეძენა-დაბეჭდვაზე ბიუჯეტში გაწერილი თანხები მაინც შემცირდებოდა, რადგან ნაკლები რაოდენობის წიგნების დაბეჭდვა მოგვიწევდა,“ – განაცხადა თამარ სანიკიძემ და ეს რამდენიმე ფაქტორით ახსნა: „სულ გამომცემლობისგან შესასყიდ და დასაბეჭდ სახელმძღვანელოებზე დაიხარჯება 6 მილიონი ლარი, ჯერ ერთი რომ ახალი სახელმძღვანელობის მარაგი არსებობს სკოლების ბიბლიოთეკებში, სკოლებში მობილობის შედეგად გარკვეული რეზერვი შეიქმნა და 2014-2015 წელს 35 000 მობილობის ფაქტი იყო. თუ ამას დავაჯამებთ ახალ წიგნებზე მოდის სახელმძღვანელოების 40%, შარშან კი ეს მაჩვენებელი 65%-ს შეადგენდა“, – განაცხადა სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად