თამარ მეფის გამზირის მიმართულებით პანდუსის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის გადდადგილების მარშრუტი იცვლება

მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ,  რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ  მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ  რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 17 ივლისს, 11:00  საათიდან დაიწყება და 200 კალენდარული დღე გაგრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დროებით შეიცვლება ავტოსატრანსპორტო  საშუალებების გადაადგილების მარშრუტები, კერძოდ: მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა  მოედნის) მიმართულებით არსებულ პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად  დაიკეტება;
მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდიდან ჩამომსვლელი პანდუსიდან თამარ მეფის  ხიდის მიმართულებით, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში  ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება;
სადგურის მოედნიდან თამარ მეფის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროსკენ  მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის გავლით, ე.წ. ლაგუნა ვერეს  მიმართულებით;
მარჯვენა სანაპიროდან ვაკისა და საბურთალოსკენ მოძრავი ავტომანქანები  ისარგებლებენ ე.წ. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის გავლით, გმირთა  მოედანზე არსებული პანდუსებით.
სარემონტო სამუშაოების დროს, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო  მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. – ნათქვამია უწყების განცხადებაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად