თამარ მეფის გამზირი ცოტნე დადიანის გამზირს, შესაძლოა კორდონიანი გზით დაუკავშირდეს

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავალება მისცა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მოამზადონ პროექტი.

“ჩვენ განვიხილავთ ცოტნე დადიანის გამზირიდან თამარ მეფის გამზირთან დამაკავშირებელი დამატებითი ერთდონიანი გზის მშენებლობის საკითხს. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროება ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო სქემის შემუშავებისას გამოიკვეთა.

ამჟამად ცოტნე დადიანის გამზირიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი არ არსებობს და ვფიქრობთ, ამ გზის მშენებლობა უფრო კომფორტულს გახდის მოქალაქეების გადაადგილებას ორ უბანს შორის” განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით თუ კვლევებით შესაძლებელი იქნება აღნიშნული პროექტის განხორციელება, დედაქალაქის მერია გზის მშენებლობას დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად