თამარ კორძაია: შოთაძეს და გომელაურს გადადგომა მოუწევთ – როცა შენი უწყება სათანადოდ არ მუშაობს, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე

გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძესა და შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს გადადგომა მოუწევთ – როცა შენი უწყება სათანადოდ არ მუშაობს, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით.

“რა თქმა უნდა მოუწევს “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური ფასის გადახდა. ოღონდ მარტო ამ საქმის გამო. როდესაც ვსაუბრობთ, ნდობაზე, იცით რა არის? დემოკრატიულ სახელმწიფოებში პოლიტიკოსები საკუთარი განცხადებით ტოვებენ თანამდებობებს სწორედ პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. მაგალითად, ისეთ საკითხებზე, როგორიც არაოფიციალური კავშირების დამყარება, მაგალითად არათანამდებობის პირის ტელეფონის მიცემა თანამდებობის პირისთვის. გახსოვთ უკრაინის სკანდალი, როდესაც ამერიკის თანამდებობის პირი ამ ელემენტარული საქმისთვის გადადგა. ეს ქმნის ნდობას საზოგადოებაში.

ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც არავინ არ გრძნობს ამ პასუხისმგებლობას საკუთარი ფუნქციებიდან გამოდმინარე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შოთაძე იქნება, გომელაური თუ სხვა, პირადად არ აგვარებს ამ საკითხებს, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ როდესაც შენი უწყება სათანადოდ არ მუშაობს, შენ როგორც მთავარი პირი, უნდა გრძნობდე პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა გადადგომა მოუწევთ, ოქტომბრამდე რომ გადამდგომები არ არიან, ცხადია”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად