თამარ კორძაია: საბოლოო ჯამში გიორგი გახარიაც წავა და ყველა მიყვება

“ხელისუფლება შეშინებულია და ხელისუფლება რომ შეშინებულია, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია”,-ამის შესახებ განცხადება, თამარ კორძაიამ გადაცემა “არჩევანში” გააკეთა.

“გახარია შეშინებულია, გახარია რომ შეშინებულია, ეს ნიშნავს რომ ხელისუფლება შეშინებულია და ხელისუფლება რომ შეშინებულია, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია. ამიტომ, საბოლოო ჯამში გახარიაც წავა და ყველა მიჰყვება მას.

ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ მათთვის საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, რაც სირცხვილია, ამიტომ, მე არ მგონია, რომ აქ განსაკუთრებული ძალა აჩვენა გახარიამ, პირიქით, მისი გამოსვლა იყო ხელისუფლების სრული სისუსტის დადასტურება. სხვა მას არაფერი არ დარჩა, საკუთარი თავის და ხელისუფლების გარდა, ამიტომ მე ვუთანაგრძნობ მათ ამ მარცხში – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...