თამარ კორძაია: რა ნდობა უნდა არსებობდეს “ოცნების” მიმართ, როცა სოფო კილაძე დანაშაულში ბრალდებულ აბაზოვზე ასეთ განცხადებას აკეთებს?!

რა ნდობა უნდა არსებობდეს “ოცნების” მიმართ, როცა სოფო კილაძე დანაშაულში ბრალდებულ “ოცნების” აბაზოვზე ასეთ განცხადებას აკეთებს?! – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუმურ აბაზოვის შესახებ თავდაპირველად გაჟღერებული ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” სიაში იქნებოდა, სისტემური დანაშაულის გამოვლინებაა.

“ის რეიტინგი, რომლითაც შედარებით თავდაჯერებულად გრძნობს თავს გახარია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პანდემიით გამოწვეული. დანარჩენი პოზიტივი მასთან არაფერი არ ასოცირდება.

უფრო მეტიც, როდესაც მიმდინარე მოვლენებს ვაფასებთ, სისტემურ პრობლემებზე ხომ უნდა ვილაპარაკოთ?! ჩვენ გავიგეთ ახალი ამბავი გუშინ, რომ თურმე აბაზოვი, მარნეულის მერი, რომელიც ბრალდებული იყო ღირსების შემლახავ და არადამიანურ მოპყრობაში “ოცნების” პარტიულ სიაში შესაძლოა ყოფილიყო.

ახლა სისტემური პრობლემა რაში მდგომარეობს, სასამართლოს წინაშე ასეთი საშინელი ბრალდებით წარსდგა “ოცნების” ერთ-ერთი რეგიონული ლიდერი. მერე სასამართლომ ის გაამართლა და გამართლების შემდეგ კიდევ მზად არიან, რომ პარლამენტში შემოიყვანონ”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კითხვაზე, “ქართულმა ოცნებამ” სეცვალა გადაწყვეტილება? – პასუხობს:

“მე ვნახე სოფო კილაძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ამაში არაფერი ცინიკური არ არის. როგორ შეიძლება ხელისუფლების მიმართ ნდობა არსებობდეს მაშინ, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ასეთ სასტიკ დანაშაულში ბრალდებულ პირთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად