თამარ კორძაია: ქუცნაშვილი წავიდა მაგრამ გვმოძღვრავს მთელ საქართველოს

“ამას საქართველო არასდროს არ დაუვიწყებს ქუცნაშვილს” – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.

“ქუცნაშვილმა რომ შემოიყვანა გავრილოვი საქართველოში იმიტომ აირია მდგომარეობა. ამას საქართველო არასდროს არ დაუვიწყებს ქუცნაშვილს, მაგრამ პირველივე დღეს რომ თქვა რომ ის დატოვებს მანდატს ამის გამო მის მიმართ აგრესია ნაკლები იყო. თუ უნდა ეს აგრესია, მიიღებს ამ განცხადებებით.

უცნაური ის არის რომ ირაკლი კობახიძე გადადგა მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების მამამთავრად გვევლინება, ქუცნაშვილი წავიდა მაგრამ გვმოძღვრავს მთელ საქართველოს. ძალიან ცუდ შედეგებზე მიიყვანს ეს “ქართულ ოცნებას” ბიძინა ივანიშვილს”,-განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარა, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვი სგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის წევრის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოჰყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრუნება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო, აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მე-25 დღეა მოთხოვნით “გადადგეს გახარია!” იმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...