თამარ კორძაია: მეგის ქარდავა ჰყავთ ციხეში და კადრების გასაჯაროების გარეშე გაასამართლონ – ხელისუფლება გვიან იღვიძებს, როდესაც პოლიტიკურად აწყობთ

მეგის ქარდავა ჰყავთ ციხეში და ამ კადრების გასაჯაროების გარეშე გაასამართლონ, რა პრობლემა იყო, – ამის შესახებ „რესპუბიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალის შეფასებისას ჟურნალისტებს განაცხადა.

„ეს, რა თქმა უნდა, არის საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც პროკურატურა ჩართულია როგორც მხარე, მეგის ქარდავა ჰყავთ ციხეში და ამ კადრების გასაჯაროების გარეშე გაასამართლონ, რა პრობლემა იყო. ძალიან გვიან იღვიძებს ეს ხელისუფლება, მაშინ იღვიძებს სწორედ როდესაც ეს პოლიტიკურად აწყობთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე აღიარა, რომ შეცდომები დაუშვა და მშვიდობიანად გადააბარა ეს ხელისუფლება, არ გაუყალბებია არჩევნები, ახლა ეს ხელისუფლება იგივეს აკეთებს პრაქტიკულად, აყალბებს არჩევნებს და ემუქრება ყველას, ვინც მის წინააღმდეგაა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა.

კომენტარები
იტვირთება...