თამარ კორძაია: ერთი ტაძრის დეზინფექცია მაინც ჩატარდა?!

” სად არის საპატრიარქოს პასუხისმგებლობა, ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილებში ერთი ტაძრის დეზინფექცია თუ ჩატარდა?!”- ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“როცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვეუბნება, რომ კარგია, მიზანშეწონილია თავშეყრის ადგილებში, უნივერსიტეტებმა, სკოლებმა, შეაჩერონ სწავლა, თვითიზოლაცია მოხდეს, დეზინფექცია ჩატარდეს, “მარშუტკების” დეზინფექცია თუ ხდება და დარწმუნებული ვარ, მერიის დავალებით აკეთებენ, რატომ ვლაპარაკობთ რელიგიის თავისუფლებაზე?

სად არის საპატრიარქოს პასუხისმგებლობა, ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილებში ერთი ტაძრის დეზინფექცია თუ ჩატარდა?! რატომ ვლაპარაკობთ საერთოდ რწმენის თავისუფლებაზე, როცა ტაძრები არის ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი, რწმენის თავისუფლებას უკავშირდება ის, რომ მრევლს გაუფრთხილდე”-ამბობს კორძაია.

თამარ კორძაიას თქმით, ის ვერ ხედავს რომ საპატრიარქო მრევლზე ზრუნავს:

” პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ ჩვენი საპატრიარქო ჩვენზე, მრევლზე ზრუნავს.

ეს ქვეყანა მრავალფეროვანია, მათ შორის რელიგიურადაც და მართლმადიდებელი, რომელი იმ ეკლესიიდან გამოვა, არამართლმადიდებელთანაც აქვს კომუნიკაცია და რომ გამოიტანოს?

ეს ხომ არ არის ტოლერანტული დამოკიდებულება სხვა მრწამსის მქონე ადამიანების მიმართ. ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ.”-ამბობს კორძაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად