თამარ კორძაია: ჩვენ, არ ვიმსახურებთ მშიშარა ხელისუფლებას !

ჩვენ, არ ვიმსახურებთ მშიშარა ხელისუფლებას”- ასე მიმართა, “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თამარ კორძაიამ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეებს.

” ჩვენ, არ ვიმსახურებთ მშიშარა ხელისუფლებას. ხელისუფლებას, რომელსაც ეშინია ბიძინა ივანიშვილის. ხელისუფლება, რომელსაც ეშინია რუსეთის. ხელისუფლება, რომელსაც საპატრიარქოსი ეშინია.

ჩვენ არ ვიმსახურებთ ხელისუფლებას, რომელმაც არ იცის სად არის სიმძიმის ძალა! არ იცის სად არის ძლიერი. ძლიერები აქ ვდგავართ. საქართველოს მოქალაქეზე მეტი ძალა, არც ერთი ხელისუფლებისთვის არ არსებობს.

დამარცხებისთვის არის განწირული ის ხელისუფლება, რომელიც კარგავს კავშირს საკუთარ მოქალაქესთან”-ამბობს კორძაია.

ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია მიმდინარეობს.

აქცია სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქციაზე იქნება გამოსვლები და რამდენიმე მუსიკალური პერფორმანსი. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ავტომანქანები ალტერნატიული გზებით გადაადგილდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად