თამარ კორძაია: ბიძინა ივანიშვილი ყველას ხომ ვერ დაიჭერს?! წარმოუდგენელია!

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა საზოგადოების დაშინებაა.

“მიზანია საზოგადოების დაშინება. როცა მოქალაქეები უყურებენ, რომ გიგი უგულავა, რომელმაც მოიხადა სასჯელი, შეიძლება კვლავ საპატიმროში შეაბრუნონ, ასევე, როცა ნიკა მელიას, რომელიც გახლდათ პარლამენტის წევრი, თვითნებურად შეუწყვიტეს იმუნიტეტი.

რიგით მოქალაქეს, რომელიც აშენებს ამ ქვეყანას, უჩნდება განცდა, რომ მათ უფლებებს, რამე რომ დასჭირდეს ვინ დაიცავს. ყველას ხომ ვერ დაიჭერს? თუმცა წარმოუდგენელია ივანიშვილმა ყველა დაიჭიროს და მოქალაქეებს ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების იმედი მოუსპოს.”,-ამბობს თამარ კორძაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად