თამარ კორძაია: ამომრჩევლის პოლიტიკური განვითარება მოითხოვს, პარლამენტი იყოს მრავალპარტიული

საერთო საარჩევნო სიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას “რესპუბლიკურ პარტიაში” ეხმაურებიან.

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ საკმარისია ის თანამშრომლობა, რომელიც დღეისთვის არის ოპოზიციური პარტიებს შორის. მისი თქმით, აქცენტი პარლამენტში შესვლის შემდეგ, კოალიციურ მთავრობის ფარგლებში გაერთიანებაზე უნდა გაკეთდეს:

“ამომრჩევლის პოლიტიკური განვითარება მოითხოვს იმას რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და მერე უკვე პარლამენტმა შექმნას ოპოზიციური მთავრობა. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, ეს არის შარშანდელი აქციების მოთხოვნა, შესაბამისად, დღევანდელ ვითარებაში რეალისტური არის ის, რომ თანამშრომლობა როგორიც არსებობდა პარტიებს შორის, ისე გაგრძელდეს და ამ პარტიებმა შემდეგ პარლამენტში იზრუნონ კოალიციის შექმნაზე,” – აცხადებს თამარ კორძაია “კურიერთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად