თამარ კორძაია: აგვიხსნას ლილუაშვილმა, რა საფრთხეს შეიცავს ჩანაწერები და როგორ გვიცავს ადამიანებს

“ცალსახად შებოჭილია კალაძე. იმიტომ, რომ ალბათ მასზეც არის ჩანაწერები და ანგარიშები სუს-ის ფაილებში”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“სუს-ის არის ეს ფაილები თუ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის, ესეც კი არ ვიცით. ლილუაშვილი ამაზეც არ აკეთებს განმარტებას. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს არ დაასახელებს, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გვითხრას?! ამ მასშტაბის ინფორმაციის დამუშავებამ და მერე მისმა გაჟონვამ რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს ქვეყანას სახელმწიფოებრივად, ამაზე წარმოდგენა არ გვაქვს, მაგრამ ლილუაშვილს ხომ უნდა ჰქონდეს და ხომ უნდა აგვიხსნას, რა ხდება და როგორ გვიცავს ამ ვითარებაში ადამიანებს, რომლებსაც გუშინდელი ან დღევანდელი ჩანაწერების შემდეგ გული უსკდება, რომ შესაძლოა მასზე არსებობს რამე”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები
იტვირთება...