თამარ გაბუნია: ვიდრე არ იქნება ავიაბილეთის კონკრეტული თარიღი, ვაქცინის ჩამოსვლის დროს არ დავასახელებ

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მიმდინარეობს კონსულტაციები, როდის იქნება ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის კონკრეტული თარიღი.

როგორც თამარ გაბუნიამ “ღამის კუეიერში” განაცხადა, დეტალებზე არ ისაუბრებს იქამდე, სანამ ზუსტი თარიღი არ იქნება ცნობილი.

“კოვაქსის პლატფორმა, იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ჩვენთან თანამშრომლობს, მაქსიმალური მცდელობის პირობებში პირველი გარანტირებული განცხადება იყო თებერვლის ბოლო, თუმცა მწარმოებლის შეფერხებიდან გამომდინარე, ამ ვადამ გადაიწია, რაც არ არის ჩვენი კონკრეტული პრობლემა. ეს პრობლემა არის ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც მსგავს სიტუაციაშია კოვაქსთან თანამშრომლობის ფარგლებში, მაგრამ გადავადების ხანგრძლივობას გვპირდებიან, რომ იქნება ხანმოკლე და ჩვენ შეპირებულ 30 ათასი დოზა, რაც ვაქცინაციის დაწყების საშუალებას მოგვცემს, მივიღებთ ძალიან მალე. როდის იქნება კონკრეტული თარიღი, ამასთან დაკავშირებით მიდის ისევ კონსულტაციები, მე დღეს ამას აღარ დავასახელებ, ვიდრე არ იქნება კონკრეტულად ავიაბილეთის კონკრეტული თარიღი, რითიც ჩამოვა ეს ტვირთი აქ, უკვე ძალიან რთულია და მე მესმის დაბნეულობასაც იწვევს საზოგადოებისთვის ეს გადავადებების დააანონსება, მაგრამ რეალურად, პროცესი მიდის, ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და ვაქცინას ქვეყანა აუცილებლად მიიღებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...