თამარ გაბუნია: წელს გვექნება გრიპის 200 ათასამდე ვაქცინა

წელს გვექნება 200 ათასამდე ვაქცინა და ვმუშაობთ იმაზე, რომ ვიშოვოთ დამატებითი ვაქცინა და შევისყიდოთ რადგან ზოგადად, წელს დიდი მოთხოვნაა გრიპის ვაქცინაზე, – ამის შესახე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“სეზონური ვაქცინა სახელმწიფომ შეისყიდა, საუბარია 135 ათას დოზაზე, ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე გვქონდა. სასურველი იქნებოდა, ზოგადად ქვეყანას, მეტი მოცვა ჰქონდეს ვაქცინის, მაგრამ საერთოდ, ამ ვაქცინების მიმღებლობა და ათვისება მაღალი არ არის. ამდენად, მზარდ რეჟიმში ვართ იმ რეალისტური შეფასებების საფუძველზე, რაც მოსალოდნელია, როგორც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ასევე ვაქცინის ათვისების კუთხით. წელს გვექნება 200 ათასამდე ვაქცინა და ვმუშაობთ იმაზე, რომ ვიშოვოთ დამატებითი ვაქცინა და შევისყიდოთ რადგან ზოგადად, წელს დიდი მოთხოვნაა გრიპის ვაქცინაზე”, –  განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად