თამარ გაბუნია: თებერვალში ვაქცინის მიღება სრულიად რეალისტურია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, იმისთვის რომ ქვეყანამ, “კოვაქსისგან ვაქცინა მიიღოს, ყველა პირობა შეასრულა.

„პირველი, რაც აუცილებელი პირობაა და რაც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, არის პასუხი და მზაობის დადასტურება იმ კონკრეტულ პირობებზე, რასაც აყენებს „კოვაქსის“ პლატფორმა.
ეს პირობა სრულად არის შესრულებული. შემდეგი ეტაპი არის „კოვაქსის“ თანხმობა და ზუსტი ვადის მოწოდება იმაზე, თუ პირველ კვარტალაში როდის დაიწყება. „კოვაქსის“ და ყველას ინტერესია, რომ საქართველოში და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ „კოვაქსის“ მხრიდანაც მაქსიმალურად სწრაფ პასუხს ველოდებით. ის, რომ თებერვალში ქვეყანაში ფიზიკურად ვაქცინა გვქონდეს და ეს პროცესი დაიწყოს, არის სრულიად რეალისტური. პროცესი არის ორმხრივი. ჩვენ ჩვენი პირობები შევასრულეთ, ახლა „კოვაქსიდან“ საბოლოო დასტურს ველოდებით.

„კოვაქსის“პლატფორმაში შეკვეთილი გვაქვს ვაქცინა მოსახლეობის 20%-ისთვის და ეს არის მილიონ-ნახევარი დოზა. თუმცა ამ დოზის მოწოდება ეტაპობრივად მოხდება.

რაც შეეხება იმას, თუ ვის შეეხება ვაქცინა ექიმების გარდა. რა თქმა უნდა, გამოყოფილია დეტალური ჩამონათვალი. პირველი: ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წლის ზემოთ პირები, შემდეგ 65-დან 75-მდე, უკვე მეორე ფაზის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, ანუ ეს არის ბაზისური სერვისი, რის გარეშეც ქვეყანა ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას. შემდეგ მოჰყვება 55-დან 64 წლის ასაკობრივი ჯგუფი, ამის მომდევნოდ არიან 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ამის შემდეგ უკვე რჩება მოსახლეობის სხვა ჯგუფები. ჯამურად ეს რაოდენობა მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს შეადგენს. ამდენად, ვაქცინების საერთო რაოდენობა, რაც ჩვენ დაგვჭირდება ამის მთლიანად მოცვისთვის, არის სამი მილიონ ცხრაასი ათასი. პირველი მეორე კვარტალი დაეთმობა პირველი მეორე ეტაპის ჯგუფების მოცვას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად