თამარ გაბუნია: თებერვალი გვაჩვენებს საით მივდივართ და მარტისთვის საწოლების რა რაოდენობა დაგვჭირდება

“დღეს 7000 -მდე საწოლი მობილიზებული რჩება ჩვენ სისტემაში, დიდ გამოწვევას გაუძლო ჯანდაცვის სექტორმა და კარგია, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება აქვთ კლინიკებს. 3 000 -მდე საწოლი ამ დროისთვის თავისუფლია და რჩებიან მობილიზებული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ “დღის კურიერთან” განცხადა.

“ჩვენ 300-მდე საწოლის დემობილიზაციას გავაკეთებთ 1 თებერვლიდან, რადგან იკვეთება სხვა სერვისების მოწოდების საჭიროება და ამის საშუალება არის, ზოგიერთი კლინიკა დაუბრუნდება თავის საქმიანობას. თუმცა, დიდი ნაწილი დარჩება და მათ დემობილიზაციაზე თამამად ვერ ვისაუბრებთ ჯერ, ვიდრე არ გავივლით გახსნის ეტაპებს. თებერვალი გვაჩვენებს საით მივდივართ და მარტისთვის საწოლების რა რაოდენობა დაგვჭირდება, მაქსიმალური მობილიზაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს საწოლების დაბრუნება მობილიზაციის რეჟიმში. რესპუბლიკური საავადმყოფო ემზადება იმისთვის, რომ სარეზერვო ფუნქცია იკისროს და თებერვალ-მარტში, თუკი ამის საჭიროება გაჩნდება, ვიყოთ მზად”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად