თამარ გაბუნია: სამინისტრომ მილიონი ტესტი იყიდა და არანაირი შეფერხება არ იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მილიონი ტესტი იყიდა, რომელიც ქვეყანაში მომავალი კვირის დასაწყისში შემოვა.

გაბუნიას თქმით, არანაირი შეფერხება არ იქნება ტესტირებასთან დაკავშირებით.

“მარაგები სისტემატურად იწურება და ივსება. სამინისტრომ შეიძინა მილიონი ტესტი, რომელიც ქვეყანაში შემოვა მომდევნო კვირის დასაწყისში და არანაირი შეფერხება ტესტირების პროგრამაში არ იქნება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, რომ ანტიგენის ტესტების დეფიციტია, სულ 25 000-ია დარჩენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ რამდენიმე დღის დოზაა დარჩენილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...