თამარ გაბუნია: Pfizer-ით აცრისთვის, 2 საათში 107 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა

“პირველი 10-15 წუთის განმავლობაში დიდი ნაკადის გამო საიტის მუშაობა იყო შედარებით ნელი, მაგრამ ნახევარი საათის განმავლობაში ეს პრობლემები სრულიად მოიხსნა. ამჟამად, საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ აღინიშნება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“დაუყოვნებლივ sms-ი, ამ შემთხვევაში, აღარ იგზავნება, sms-ს მითითებული ტელეფონის ნომერზე, ჯავშნის დადასტურებით მოქალაქე მიიღებს მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

2 საათში 107 ათასი მოქალაქის რეგისტრაცია მიუთითებს იმას, რომ საზოგადოების მოლოდინი და არჩევანი არის Pfizer-ის მხარეს, მაგრამ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქტივობა Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინებზე, ასევე, AstraZeneca​-ზეც მზარდია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის საიტი booking.moh.gov.ge, ამ ეტაპზე, შეუფერხებლად მუშაობს.

კომენტარები
იტვირთება...