თამარ გაბუნია: ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღაა მოსალოდნელი

ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღა მოსალოდნელია”-ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია რუსთავი ორის ეთერში განაცხადა,.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავარია ქვეყანამ ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებელი შეინარჩუნოს.

“სადღაც ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღა მოსალოდნელია, თუ ამას დავუკავშირებთ სეზონურობის თეორიას. ჩვენ ვცდილობთ მოვემზადოთ იმისთვის, რომ კრიზისული მომენტი ჯანდაცვის სისტემაში არ დადგეს და ეპიდემიის ესკალაცია არ მივიღოთ.

რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე ისევ იქნება ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეპიდემიის დაბალი გავრცელების მდგომარეობა, როგორიც დღეს გვაქვს. ამისთვის მექანიზმები დღეს უფრო მეტია ცნობილი, ვიდრე ეს იყო იანვარში, როდესაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ცოდნას და სამეცნიერო გამოცდილებასაც, რაც აქამდე დაგროვდა მაქსიმალურად გამოვიყენებთ, გეგმა იქნება კარგად დასაბუთებული და მე ვფიქრობ, საკმარისად მყარი იმისთვის, რომ კრიზისული პერიოდი არ დადგეს,” – განმარტა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად