თამარ გაბუნია: „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას სავარაუდოდ ივლისში მივიღებთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში დღიურად 5000-მდე ადამიანი იცრება, რაც კარგი მაჩვენებელია.

მისივე თქმით, საქართველო “ნოვოვაქსის” და “ჯონსონ ენდ ჯონსონის” ვაქცინას სავარაუდოდ ივლისში მიიღებს.

„შესაძლოა, იმედგაცრუება გამოიწვიოს კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე რეკავს და ვაქცინა არ არის, მაგრამ მოკლე ხანში გვექნება „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზების შესაძლებლობა, „სინოვაკიც“ რა თქმა უნდა, დაგვეხმარება. ასევე „კოვაქსიდან“ მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან „ნოვოვაქსი“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ დაემატოს.

პროცესი საკმაოდ აქტიურია. 5 000-მე ადამიანის დღიური ვაქცინაცია კარგი მაჩვენებელია. მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციისთვის არიან განწყობილნი, უნდა დაელოდონ საკუთარ დოზას. მეც ველოდები ჩემს დოზას, ჯერ არ გამიკეთებია ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ დაველოდები, ვიდრე მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ იქნება მოცული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...